ადამიანი ოდითგანვე
აკვირდებოდა სამყაროს და ყურადღება მიაქცია ერთ გასაოცარ კანონზომიერებას: თურმე ამქვეყნად
ნებისმიერი საგანი თუ მოვლენა -ეს არის ორი ერთმანეთის გამომრიცხავი და საწინააღმდეგო
რაობის ერთობლიობის, რომელთა დაპირისპირებულ თანაარსებობაში ხდება განვითარება. ამ
დაპირისპირებულ ელემენტთა ჰარმონიული თანაარსებობა, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია,
ისინი დიამეტრალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ უცნაური ის არის, რომ ერთმანეთის
გარეშე მათ არსებობის აზრი ეკარგება, თუ არ არსებობს ერთი, არ არსებობს მეორეც, ისინი
ურთერთს განაპირობებენ. ყველაფერი ეს ადამიანისთვის კარგა ხანია ცნობილია, ფსევდო-დიონისე
არეოპაგელი ამ ქვეყნის განმსაზღვრელ რაობად ,,ტომით ბრძოლას’’ წარმოიდგენდა, ხოლო იმქვეყნიური
არსებობის განცხადება იყო ,,საღმრთო მშვიდობა’’ მაშასადამე, ელემენტთა ,,საბრძოლო თანაარსებობის’’
პრინციპი მიწიერი ყოფის მახასიათებელია მხოლოდ-საგანთა და მოვლენათა შინაგანი წინააღმდეგობა
ზეციური არსებობისათვის უცხოა.
ძველად დედამიწას
სამყაროს ცენტრად ანუ შუაგულად თვლიდნენ. მე-2 საუკუნეში ალექსანდრიელმა სწავლულმა
პტოლემეოსმა ჩამოაყალიბა სამყაროს აგებულების გეოცენტრული სისტემა,რომლის ძირითადი
იდეის მიხედვით დედამიწა (ბერძნულად ,,გეო’’)უძრავად ასვენია სამყაროს შუაგულში, ცენტრში,
ხოლო მის გარს მოექცევა მზე, მთვარე, ყველა სხვა მნათობი, მთელი ცა. პტოლემეოსის ეს
მცდარი მოძღვრება საუკუნეების განმავლობაში ფლობდა ადამიანის გონებას და მხოლოდ მე-16
საუკუნეში უარყვეს. სახელგანთქმულ პოლონელ მეცნიერს ნიკოლაი კოპერნიკს წილად ხვდა ჩამოყალიბება
სამყაროს აგებულების ახალი თეორიისა, რმელიც იმ დროისათვის დაკვირვებების შედეგად დაგროვილ მონაცემებსა და ახალ ფაქტებს ემყარება.
კოპერნიკმა უჩვენა, რომ მზე და სხვა მნათობები
კი არ მიმოიქცევიან თითქოს უძრავი დედამიწის გარშემო, არამედ მზეს, როგორც ცენტრალურ
სხეულს გარემოექცევა დედამიწა სხვა ცდომილებთან ერთად. კოპერნიკს ჰელიოცენტრული სისტემა
(,,ჰელიოს’’ ბერძნულად მზეს ნიშნავს) აღიარებდა დედამიწის ორგვარ მოძრაობას-საკუთარი
ღერძისა(დღეღამური) და მზის გარშემო(წლიური მოქცევა) ამიტომ არის, რომ ვარსკვლავთმრიცხველობა
ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა. იგი ისწავლებოდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში.
უძველეს კოლხეთსა და იბერიაში ვარსკვლავთმრიცხველებს
,,მემარგეს’’ ანუ გეომანტებს უწოდებდნენ. დღეს ვარსკვლავთმრიცხველის აღსანიშნავად სვანეთში
შემორჩენილია სიტყვა ,,მეჭმინალი’’ ასე ითქმებოდა ძველად გეომანტის ხელობაზე:,,რამლს
ჰკვრენ არჩევენ ბედთა მათთანა“. ძველ ქართულში ვხვდებით სახელწოდებებს მზე-მზირა, მთვარე-ყამარ,
მარსი-მარიც, ვენერა-ასპიროზ , მერკური-ერმი, იუპიტერი-დია, სატურნი-კრონოს. ფშაველები
და ხევსურები უზენაეს ღვთაებას ,,მორიგეს“ უწოდებდნენ, იგი მეშვიდე ცაში სუფევდა და ითვლებოდა ცოცხლების ღმერთად. როგორც ჩანს, ძველი
ქართული კოსმოგენური ცნების განმარტებაში მეშვიდე ცა სატურნს ეკავა. სინამდვილეში სატურნი
საწყისის წარმომადგენელია ქვეყნიერებისა და მომწესრიგებელია დრო-ჟამისა.
ძველ ქართულში ბედი,წერა, ეტლი და ვარსკვლავი
თითქმის სინონიმები იყო. ბედნიერი, დავლათიანი კაცი ეტლიანი კაციაო, იტყოდნენ. ,,მეოცე
საუკუნე ჩვენ, ქართველებს, კარგს ეტლსა და ვარსკვლავხე დაგვებედა’’-ამბობდა ილია. ეტლი,
ვარსკვლავი, განგება, ზოდიაქო ძალზეხშირად გვხვდება ძველთაგანვე, განსაკუთრებით აღმოსავლურ
ლიტერატურაში. ძველ ქართულში ბჟალ, მზირა, იგივე მზე, ითვლებოდა ცის სარტყელის ზოლის
შემომწირად. რომელ სარტყელზეც მზე მოძრაობდა, მას ეწოდებოდა ,,კოჭიმელი’’ რაც თანამედროვე
გაგებით, ,,ზოდიაქოს’’ ნიშნავს. სიტყვა ,,ჭიმელი’’ დაკავშირებული იყო ცისა და მნათობთა
სფეროსთან.
რა ცნობები შემოგვინახა ქართულმა ისტორიულ-ლიტერატურულმა
წყაროებმა ასტროლოგიის შესახებ ძველ საქართველოში? ამ მხრივ რუსთაველის პოემა სრულად,
მთლიანად ისევე ამოუცნობია, როგორც თავად სამყარო. ,,ვეფხისტყაოსნის’’
შემსწავლელ მეცნიერებაში
-რუსთველოლოგიაში, ბევრი პრობლემური საკითხია, რაც აზრთა სხვადასხვაობას ბადებს.სამყარო
მთლიანი და განუყოფელია,-ეს იმას გვაუწყებს, რომ ის გარკვეულ კანონზომიერებებს ეფუძნება
და მისი ცალკეული ელემენტები არსებით შინაგანი კავშირებით ერწყმიან ერთმანეთს. ახლა
დიდი ფრანგი მოაზროვნის ბლეზ პასკალის სიტყვები მოვისმინოთ: ,,რაკი სამყაროში ყველაფერი
მიზეზია და შედეგი, მამოძრავებელი და მოძრავი, უშუალო და გაშუალებული ამიტომ შეუძლებლად მიმაჩნია ნაწილთა შეცნობა, მთელის
შეუცნობლად ისევე როგორც მთელის შეცნობა -ნაწილთა ამომწურავი ცოდნის გარეშე“
ეს ყველაფერი ასე იმიტომაა, რომ ძველთა წარმოდგენით,
სამყაროს ნებისმიერ ელემენტში გამჭოლად არსებობს მისი შემოქმედი. ერთი გამოჩენილი რომაელი
იმპერატორი და მოაზროვნე მარკუს ავრელიუსი წერდა:
,,ყველაფერი ერთმანეთს ეწვნის, ყველაფერს წმინდა კავშირი აქვს არა არის რა,
შეიძლება ითქვას, რომ უცხო და უთვისტომო საგანთა და მოვლენათა ხომლში, რადგან ყველაფერს
ერთი და იგივე წესრიგი აწესრიგებს და ყველაფერი ერთსა და იმავე სამყაროს ამკობს, ამავე
აზრს ავითარებს რომაელი ფილოსოფოსი სენეკა: ,,ყველაფერი, რასაც შენ ჭვრეტ და რაც გარემოიცავს
ყოველივე ღვთაებრივს თუ ადამიანურს, ყველაფერი ეს ერთია და განუყოფელი, ხოლო ჩვენ ამ
დიდი სხეულის ასოები ვართ. ერთი და იგივე მასალისგან რომ შეგვქმნა’’
შემდეგი პლანეტა, რომელსაც ავთანდილი შესთხოვს
დახმარებას, არის ზუალი ანუ სატურნი. იგი უბედურების მომტანი პლანეტაა, ამიტომ მის ფერად ითვლება შავი, მიუხედავად
იმისა, რომ იგი კაშკაშა ფერისაა. სწორედამგვარად არის დახატული სატურნი ,,ვეფხისტყაოსანში’’
ავთანდილი ზუალს შესთხოვს, რომ მოუმატოს ცრემლი ,,ჭირი ჭირსა’’. იგი მიმართავს; ,,გული
შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა’’ მიუხედავად იმისა, რომ ზუალი უბედურების მომტან ვარსკვლავად არის მიჩნეული, მაინც სთხოვს,
რომ უშუამდგომლოს მიჯნურთან: ,,მას უთხარ თუ ნუ გამწირავს, შენია და შენია შენთვის
ტირსა’’
969-ე
სტროფი იწყება ამგვარად:
უკეთ
იცის, ამიტომ სთხოვს მას თინათინს გადასცეს
,,პატიჟნი’’,რომელიც მას გადაუტანია.
ასპიროზი
ანუ ,,ცისკრის ვარსკვლავი’’ ასტროლოგიას
კარგი ბედის მომცემ პლანეტად მიაჩნია. ვენერა სიყვარულისა და სილამაზის ღვთაებაა, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ავთანდილი
მას დახმარებას შესთხოვს. მან იცის ასპიროზის სილამაზის შესახებ, ამიტომაც მიმართავს
: ,,შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა’’ ავთანდილმა იცის, რომ სიყვარულის
ქალღმერთია ასპიროზი, ამიტომაც თამამად აცხადებს, რომ მასავით სხვასაც ბევრს ,,გაჰხდი
ცნობითა შმაგითა’’.
ავთანდილი
არც ოტარიდს ივიწყებს, რომელიც ასტროლოგიური
შეხედულებით, ჭკუის, მოხერხებულობის
პლანეტაა, რომელსაც ბედის გამგებლობა და წერის უნარიც მიეწერება. იგი ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან
და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა. მისი კუთხური დაშორება მზისაგან
მხოლოდ 28,3 %-ია და მისი დანხვა მხოლოდ გარიჟრაჟზზე
ან შებინდებისას შეიძლება.
რომაელებმა პლანეტის სწრფმავალი
მაცნე ღმერთის მერკურის სახელი შეარქვეს, შესაძლოა, მისი სწრაფი მოძრაობის გამო.
ავთანდილი სწორედ მას უმხელს, რომ მზე მასზე ბატონობს და ,,არ გამიშვებს, შემიყრის
და მიმცემს წვასა“, ამოტომაც სთხოვს, რომ დაჯდეს და დაწეროს მისი წირი. მელნად სთავაზობს
საკუთარი ცრემლის ტბას და კალმად-საკუთარ თმასავით გაწვრილებულ ტანს.
,,დაჯე
წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოქცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გაიკვეთ
გაწყლობისა ტანსა, ვითა თმასა“.
მთვარე, როგორც
პლანეტა , უფრო შემბრალებელ პლანეტად
არის წარმოდგენილი, რადგან ძველი ქართველი ერის ცხოვრებაში მნათობთა თაყვანისცემიდან მთვარეს
ანუ ძველქართულად ყამარს, თეთრი გიორგის უზენაესი
ღვთაების ადგილი ეკავა, ესე იგი, მთვარე იყო უპირველესი ქართულ-კოსმოგენურ მეცნიერებაში , რადგან თეთრ გიორგის
ძველ საქართველოში პირველ
და მთავარ ღმერთად მიიჩნევდნენ.ამასთან
საქართველო არ იყო ერთადერთი ქვეყანა , სადაც აღიარებდნენ მთვარის
კულტს. ძველი შუმერები ბაბილონელები, ეგვიპტელები, ქალდაველები, და მრავალი სხვაც მთვარეს ეთაყვანებოდნენ. მთვარის ასეთი გაღმერთება გამოიწვია , უპირველეს ყოვლისა , იმან , რომ მთვარე
წარმოადგენდა დედამიწის მუდმივ თანამგზავრს.
ძველ საქართველოში მამრულ, ხოლო სხვა ქვენებში მდედრულ საწყისად აღიარებულს. მისი მეშვეობით
ხდებოდა ამა თუ იმ მოვლენის კოსმიური შეფასება
, მთვარის ფაზებით აწარმოებდნენ სხვადასხვა საიდუმლო განგარიშებებსა და ბოლოს-უძველეს სახელმწიფოებებს ჰქონდათ მხოლოდ მთვარის კალენდარი,
სინამდვილეში კი მთვარე თავისთავად ბნელი სფეროსებრი სხეულია, მას მზე ანათებს და მზის
სხივები ყოველთვის ეფინება მთვარის სფერული ზედაპირის ერთ ნახევარს, ამიტომ განუწყვეტლივ
იცვლება მზე-დედამიწა-მთვარის ურთიერთგანლაგება.
„მზესა
მთვარე შეეყაროს, დაილევის , და-ცა-ჭნების“ „ მთვარესა
ითყვის: „ იფიცე სახელი ღვრთისა შენისა შენ ხარ მიმცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,
შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა.“
რატომ
მღერის ავთანდილი? რატომ გაცხადდა გმირი რაინდის ამაღლებული თხოვნა მნათობებისადმი
მუსიკაში? საქმე ისაა, რომ როდესაც შეკითხვას სვამენ, ჩვეულებრივ, იგულისხმება ,რომ
უეჭველად არსებობს პასუხი. ავთანდილს იმ წუთს უბრალოდ ემღერება. სიმღერა ხომ სიხარულისა
და ბედნიერების გარდა, სევდასაც გამოხატავს, იმედსაც და ნებისმიერ სხვა ადამიანურ განცდას.
ავთანდილის მიმართვა მნათობებისადმი რომ მუსიკით მჟღავნდება, ეს არ არის შემტხვევითი
მოვლენა.
მუსიკა განფენილია სამყაროში, კოსმოსი-ღვთიური ჰარმონიაა,
წესრიგია, ხოლო მუსიკა ამ ჰარმონიის ბგერაში გაცხადებაა. ამქვეყნად სამი ათასამდე ენაა.
მოსმენით მათ ყველას მოვისმენტ , მაგარმ ერთის ან რამდენიმეს გარდა ვერ აღვიქვამთ,
მაგრამ არსებობს ერთი ენა, რომელიც ერთნაირად გასაგებია ყველასთვის-ეს მუსიკის ენაა.
ამიტომაცაა, რომ ამღერებულ ავთანდილს ლამისაა მთელი ბუნება უკან გაჰყვება და თანაგრძნობას
გამოხატავს.
„რა ესმოდათ მღერა ყმისა , სმენად მხეცნი მოვიდიან“. ქვა , რომ ქვაა, ისიც „ საბრალო
ლექსებით“ ამღერებულ ავთანდილს მისდევს უკან,რადგან სამყაროში განფენილია უზარმაზარი
, ყოვლისმომცელი ძალა სიყვარულისა. ავ თანდილის ხმას იმიტომ აქვს „ სიტკბო“, რომ მასში
დაბუდებულია სამყაროს ერთიანობის ჰარმონია. ამ ხმაშია რაღაც ისეთი, რაც ყველასა და
ყველაფერს თავისკენ მოუხმობს-ადამიანის ხმაში წარმოჩნდება სამყაროს შექმნის ექვსი დღის
ძალმოსილება,ქაოსურად არსებული მატერიის მომწესრიგებლისა და გამამთლიანებლის უზენაესი
ნება.დიდებულია ადამიანი, რომელშიც გაცოცხლებულია სამყაროს არსებობის უპირველესი და
უმთავრესი პრინციპი-სწორედ ასეთია ავთანდილი. ამგვარი ადამიანი აღმოჩენა იყო შუასაუკუნეებისთვის,
ამიტომაც უწოდებენ რუსთაველს რენესანსის წინამორბედს აღმოსავლეთში.
„ვეფხისტყაოსანი“ გაჯერებულია ასტროლოგიური დეტალებით.რუსთაველის
ეპოქის ასტრონომია ცხრა ცის არსებობას აღიარებდა. ერთიმეორის ზემოთ განლაგებულს .
„ცა ცხრითავე ვზი ცითა“- რაც ნიშნავს , რომ ცხრავე ცა ჩემთვის დახურული , მიუწვდომელი
იყოს. გარდა ამისა, ძველთა წარმოდგენით, ეთერი გამჭვირვალე ნივთიერებაა, რომელიც მსოფლიო სივრცეს ავსებს. „ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით
მზედ ნაჩინისა“ . ტაეპის აზრია: ეთერიდან მზესავით
გამოჩენილი ნესტაბის შუქი მაშინ ჩემი მეგონა. „ აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს
, ვერ ეთერია“
280-ე
სტროფში ვკითხულობთ: „ ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაჰბადა“.
სტრიქონში
ეტლი-თანავარსკვლავედია, ეტლსა ჩემსა-ჩემს თანავარსკვლავედზე.ამა თუ იმ თანავარსკვლავედზე,
მის ქვეშ დაბადა ასტროლოგიური შეხედულების თანახმად, იგი შედის განმსაზღვრელია. რაც
შეეხება 1337-ე სტროფს, მასში ვკითხულობთ :
მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსვლა მწვანისა.
ვარდის ფურცლობის ნიშანი
, დრო მათის პაემანისა,
ეტლის ცვალება მზისაგან,
შეჯდომა სარატანისა“.
მზე
ყოველ თვეს ახალ „ ეტლში „ -ახალ ზოდიაქოში შედის ანუ მასზე „ჯდება“. სარატანისა ნიშნავს
კირჩხიბს , რომელიც ეტლის სახელია, რომელზეც მზე ზაფხულში „იჯდება’’.მოცემულ სტროფში
სწორედ ზაფხულის დასაწყისზეა ლაპარაკი, ქვეყნის ამწვანების, ვარდის „ ფურცლობა“, ანუ
ის დრო , როდესაც მზე იმტოფება კირჩხების ეტლზე(20
ივნისიდან 22 ივლისამდე)
ამ და სხვა ციტატებით ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ
რაოდენ დიდია კავშირი „ ვეფხისტყაოსნისა და ასტრონომიის. პოემაში შოთა საკმაოდ დიდ
ცოდნას ამჟღავნებს ამ საკითხის შესახებ. ჯერ კიდევ მაშინ , როდესაც ყველა ფიქრობდა
, რომ დედამიწა იყო სამყაროს ცენტრი, შოთა
რუსთაველმა ნათლად გვიჩვენა მზის, როგორც „ მბრძანებლის“ დანიშნულება.ეს მხოლოდ მარცვალია
იმ დიდი განძისა , რომელიც პოემაში იმალება.
No comments:
Post a Comment